
ახალი ამბები
ქართულმა კომპანიამ თბილისის რკინიგზის სადგურები იჯარით აიღო
ქართულმა კომპანია “თბილისი ცენტრალმა“ თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური და იქვე არსებული რკინიგზის სადგური “ბორჯომი” 49-წლიანი იჯარით აიღო. კომპანია ორივე სადგურის რეკონსტრუქციაში 10 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, იტყობინება საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი.
კომპანია საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტს ყოველწიულად 490 000 აშშ დოლარის იჯარას გადაუხდის.
“თბილისი ცენტრალი“, რომელიც TBC ჯგუფის რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანიის (GRDC) და რესტორნების ქსელის მფლობელი GMC ჯგუფის მიერ შეიქმნა, ასევე გეგმავს დევნილთა გამოსახლებას თბილისის ცენტრალური სადგურიდან მას შემდეგ, რაც მათ კომპენსაციებს გადაუხდის.
კომპანია სადგურების რეკონსტრუქციას სექტემბერში დაიწყებს და ორი წლის ვადაში დაასრულებს.