
ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრზე ზეწოლას განაგრძობს
ოპოზიციური პარტიების ლიდერები 13 მარტს შეთანხმდნენ განაგრძონ ზეწოლა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რათა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის სამართლიან გამოძიებას მიაღწიონ.
“ახალი მემარჯვენეების“, “კონსერვატორების“, “რესპუბლიკელების“, ასევე პარტიების “თავისუფლება“ და “საქართველოს გზა“ ლიდერებმა მოლაპარაკებები გამართეს მას შემდეგ, რაც შსს-ს იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც სავარაუდოდ კავშირში არიან გახმაურებული მკვლელობის საქმესთან, განაცხადეს, რომ მათი უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე შეჩერებულია.
“ყველა ის, ვინც დაუკვეთა ეს დანაშაული, უნდა გასამართლდეს… ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასევე უნდა გადადგეს ის მინისტრი, რომლის სამინისტროშიც მკვლელების ჯგუფები არსებობს“, – განაცხადა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ოპოზიციური პარტიები შეუერთდებიან 17 მარტს შსს-ს წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას.