
ახალი ამბები
კოკოითი ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერს შეხვდა
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურს თეიმურაზ მამსუროვს შეხვდა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 14 მარტს.
კოკოითმა და მამსუროვმა განიხილეს ჩრდილოეთ ოსეთისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მთავრობების 22 მარტს დაგეგმილი ერთობლივი სხდომის და ასევე ინტეგრაციული პროცესების შემდგომი გააქტიურების საკითხები.