
ახალი ამბები
რუსეთმა საქართველოსთვის ვიზების გაცემა ნაწილობრივ აღადგინა
რუსეთმა 10 მარტიდან ნაწილობრივ აღადგინა ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის, განუცხადა საქართველოში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა მიხეილ სვირინმა “რია ნოვოსტის“.
“ვიზების გაცემა აღდგა 10 მარტს მხოლოდ ოფიციალური დელეგაციებისთვის, საქართველოში მოქმედი რუსული კომპანიების თანამშრომლებისთვის, იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთში კულტურული, მეცნიერული და სპოტრული მიზნებისთვის მიემგზავრებიან, ასევე მათთვის, ვინც რუსეთში რუსეთიდან მიღებული მოწვევით მიემგზავრებიან“, – განაცხადა სვირინმა.
საქართველოში რუსეთის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა “გარდა ჰუმანიტარული ხასიათის შემთხვევებისა“ 21 თებერვალს შეწყვიტა.