
ახალი ამბები
საქართველო მინსკში დაკავებული დეპუტატების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გელა ჩარკვიანმა 17 მარტს განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და ნება დართოს ქართველ პარლამენტარებს 19 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი განახორციელონ.
ქართველ დეპუტატთა 7–კაციანი ჯგუფი, რომლებიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ეგიდით ბელარუსში 19 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით 16 მარტს გაემგზავრნენ, გაურკვეველი მიზეზების გამო მინსკის აეროპორტში არიან დაკავებულები.
“თუ ბელარუსის ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას არჩევნების მონიტორინგის მისიაში, მაშინ მათ უნდა უზრუნველყონ ამ ხალხის დაბრუნება საქართველოში“, – განაცხადა გელა ჩარკვიანმა 17 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.