ახალი ამბები

საგარეო უწყება აფხაზეთში კინოდოკუმენტალისტების დაკავებას აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს 2 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ ქართველი კინოდოკუმენტალისტების თეა შარიას და ასევე  მისი თანმხლები პირების ტარიელ სოხაძის და თეიმურაზ ელიავას დაკავების ფაქტის გამო.


სტუდენტური ორგანიზაცია “შემოქმედებითი სალონის“ წევრები აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქვის ქართული ეკლესიის გადასაღებად იმყოფებოდნენ.


საგარეო უწყების ინფორმაციით, სამივე პიროვნება ნაცემია და გადაყვანილია სოხუმის უშიშროების იზოლატორში. დაკავებულები საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.


“აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აფხაზეთში, საქართველო, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ სისტემატურად, უხეშად ირღვევა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 6 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.


თბილისი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიიღონ შესაბამისი ზომები დაკავებულების გასათავისუფლებლად. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button