
ახალი ამბები
“თბილგაზის“ მმართველი დააპატიმრეს
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიური დეპარტამენტმა “თბილგაზის“ გაკოტრების მმართველი გიორგი გვიჩიანი 2002 წლის 13 აგვისტოს “თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის შეკვეთით და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. თუმცა გვიჩიანი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.
გიორგი გვიჩიანი, რომელიც დღეს დილით სპეცოპერაციის შედეგად საკუთარ კაბინეტში აიყვანეს, გადაყვანილია შსს–ს იზოლატორში.
ნიკა ლომინაძის მკვლელობის დროს გიორგი გვიჩიანს “თელასის“ კომერციული დირექტორის თანამდებობა ეკავა.
გიორგი გვიჩიანი სამართალდამცავებმა 2003 წლის 11 ივნისს ფინანსურ მაქინაციებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტების ბრალდებით დააკავეს, თუმცა მაშინ მალევე გაათავისუფლეს.