ახალი ამბები

ბრიტანეთი საქართველოში კონფლიქტების მოგვარებაში ევროკავშირის როლის ზრდას უჭერს მხარს

ევროკავშირის 10-12 წევრი სახელმწიფო, ძირითადად ახალი წევრები, ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, მხარს უჭერს ევროკავშირის როლის გაზრდას საქართველოში კონფლიქტების მოგვარების პროცესში, იტყობინებოდა რადიო “თავისუფლება“ ევროკავშირის სანდო წყაროზე დაყრდნობით 21 თებერვალს.


ამავე ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთი იმ სახელმწიფოთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელიც ძირითადად ევროკავშირის სამხრეთული წევრი სახელმწიფოებისგან შედგება და კატეგორიული წინააღმდეგია ევროკავშირის როლის გაზრდისა საქართველოში კონფლიქტების მოგვარების პროცესში, ხოლო გერმანიას საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.    


გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის აპრილში საქართველოში ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის ევროკავშირის მისიით ჩანაცვლების იდეას ასევე საფრანგეთი შეეწინააღმდეგა.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button