ახალი ამბები

ლიტვა მხარს უჭერს ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციას

22 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა საქართველოს ინიციატივას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის თაობაზე და მოუწოდა რუსეთს “შეწყვიტოს არამეგობრული ქმედებები“ საქართველოს წინააღმდეგ.


“ჩვენი აზრით, საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე სამშვიდობო ოპერაციების ეფექტურობისა და ქართული მხარის მიერ მათი ინტერნაციონალიზაციის საჭიროების მოთხოვნის თაობაზე საფუძვლიანი და კანონიერია”, – ნათქვამია განცხადებაში.  


რუსული ვიზების გაცემის შეწყვეტა ქართველებზე, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა, საქართველოს საზღვრის მახლობლად წვრთნების ორგანიზება, რუსეთის უარი ვენაში სამხრეთ ოსეთის შესახებ ეუთოს მიერ ორგანიზებულ სხდომაზე დასწრებაზე, რუსეთის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტის უსაფუძვლო გადადება, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული პროპაგანდა – ეს არის არაადექვატური რეაქცია სუვერენული სახელმწიფოს მისწრაფებაზე უზრუნველყოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და შიდა კონფლიქტები მშვიდობიანი, საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისაღები მეთოდებით მოაგვაროს“, – აცხადებს ლიტვის საგარეო უწყება.


ლიტვამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ “მთელი საერთაშორისო საზოგადოება მხარს დაუჭერს საქართველოს მცდელობებს კონფლიქტები მშვიდობიანად მოაგვაროს“.

Back to top button