ახალი ამბები

კოკოითი თბილისს ძალის გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებს

22 თებერვალს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე  სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ თბილისი ძალისმიერი მეთოდით გეგმავს თვითგამოცხადებული რეგიონის რეინტეგრაციას, იტყობინება “ინტერფაქსი“.


მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალისმიერი ოპერაციის გატარების თაობაზე თბილისის სერიოზული გეგმების მაჩვენებელია თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა და სამხედრო ჰოსპიტალის თბილისიდან გორში გადატანა.  


კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარის მცდელობა “გააძევოს“ რუსული სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონიდან, განპირობებულია იმ ფაქტით, რომ რუსული ჯარები ხელს უშლიან თბილისს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში.


“სამხრეთ ოსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ სწორედ რუსულმა მხარემ  განახორციელოს სამშვიდობო ოპერაცია კონფლიქტის ზონაში“, – განაცხადა კოკოითმა.  

Back to top button