ახალი ამბები

ნოღაიდელი აშშ–ში დაგეგმილ საინვესტიციო კონფერენციის მნიშვნელობაზე საუბრობს

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ მთავრობა აქტიურად ემზადება 2 მარტს ნიუ-იორკში დაგეგმილ საინვესტიციო კონფერენციისთვის, სადაც წარმოდგენილი იქნება საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა.


“ჩვენ ამ ეტაპზე კონცენტრაციას ვაკეთებთ ნიუ-იორკის ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო კონფერენციაზე, სადაც წარდგენილი იქნება საქართველოს საპრივატიზაციო ობიექტები სამი მიმართულებით. ესენია: ენერგოსექტორი, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სექტორები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 22 თებერვალს.

Back to top button