ახალი ამბები

ევროკავშირი სამხრეთ ოსეთზე ფრთხილი დეკლარაციით მხარს უჭერს საქართველოს პოზიციას

ევროკავშირის სახელით გაკეთებულ დეკლარაციაში ევროკავშირის თავმჯდომარეობამ მხარი დაუჭირა მოლაპარაკებებს საერთაშორისო მონაწილეებს, მათ შორის ევროკავშირის და ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შორის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების დამატებით მექანიზმებზე. ეს არის ევროკავშირის ოფიციალური პასუხი საქართველოს პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილებაზე.  


საკმაოდ ფრთხილი დეკლარაცია მიუთითებს დაინტერესებულ საერთაშორისო მონაწილეებს, მათ შორის ევროკავშირის და ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, შორის შეხედულებების კონსტრუქციული გაცვლის საჭიროებაზე, ასევე შესაძლო დამატებით მცდელობებზე, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.


დეკლარაცია ასევე მიუთითებს “მოლაპარაკებების მექანიზმების ეფექტურობის გაზრდის საჭიროებაზე და აცხადებს, რომ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ეფექტურობა უნდა იზომებოდეს წინა შეთანხმებების განხორციელების ხარისხით, განსაკუთრებით დემილიტარიზაციის თაობაზე”.


ამგვარი პოზიცია მხარს უჭერს ქართულ კამპანიას საერთაშორისო მონაწილეების ჩართვისა და შსკ-ს ფორმატის გადახედვის თაობაზე.  ეს ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის პოზიციას, რომელსაც მიაჩნია, რომ შსკ-ს ახლანდელი ფორმატი მოლაპარაკებების ერთადერთი და ეფექტური საშუალებაა.


ევროკავშირის დეკლარაცია ასევე მხარს უჭერს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებულ სამშვიდობო გეგმას და მას ეუთოს მინისტერიალის გადაწყვეტილებას უკავშირებს. რუსეთის საგარეო უწყებამ უარყო, რომ ეუთოს მინისტერიალმა მხარი დაუჭირა სააკაშვილის სამშვიდობო გეგმას.  


ევროკავშირი “ღრმა სინანულს“ გამოთქვამს შსკ-ს შეხვედრის ჩაშლაზე, რომელიც ვენაში იყო დაგეგმილი (20-21 თებერვალს) და რომელსაც რუსეთმა ბოიკოტი გამოუცხადა. დეკლარაციაში არ არის მოხსენიებული 20 თებერვალს მოსკოვში გამართული შსკ-ს თანათავმჯდომარეთა შეხვედრა, რომელიც ქართული მხარის და ეუთოს დამკვირვებელთა გარეშე გაიმართა.    

Back to top button