ახალი ამბები

პატარკაციშვილი ბერეზოვსკის ბიზნესში აქციებს ყიდულობს

ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი თავისი ბიზნეს პარტნიორის ბორის ბერეზოვსკის აქციების შესყიდვას გეგმავს, იტყობინება რუსული გაზეთი “ვედომოსტი“ 17 თებერვალს.


“ჩვენ ერთი კვირის წინ შევხვდით ისრაელში და დავთანხმდი, რომ გავყიდო აქციები ბიზნესში“, – განაცხადა ბერეზოვსკიმ “ვედომოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.


ქართული მედია 17 თებერვალს  პარატკაციშვილის წარმომადგენელზე გუგა კვიტაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.


“ვედომოსტის“ ცნობით, პატარკაციშვილი გამომცემლობა “კომერსანტის” აქციებს შეისყიდის და მასთან ერთად წამყვან გაზეთ “კომერსანტს“ და კიდევ ორ ყოველკვირეულ გაზეთს – პოლიტიკურ “ვლასტ“-ს და ფინანსურ “დენგი“-ს. ბერეზოვსკი სხვა აქციების მიყიდვასაც გეგმავს პატარკაციშვილისთვის, თუმცა დეტალები არ ხმაურდება, იტყობინება “ვედომოსტი“.


გაზეთის ცნობით, ბერეზოვსკის პოლიტიკურმა განცხადებებმა და რუსეთის ხელისუფლების მკაცრმა კრიტიკამ უბიძგა პატარკაციშვილს გამოესყიდა აქციები თავისი ბიზნეს პარტნიორისგან.


ბერეზოვსკომ “ვედომოსტის“ განუცხადა, რომ აქციების გაყიდვა გადაწყვიტა, რადგანაც მას “არ აქვს უფლება საფრთხე შეუქმნას ბიზნესს და თავის მეგობარს“ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button