ახალი ამბები

დეპუტატები სამშვიდობოების შესახებ დადგენილებაზე მსჯელობენ

პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების და იქ განლაგებული რუსი სამშვიდობოების შესახებ დადგენილების პროექტზე მსჯელობა დაიწყეს.


დადგენილების პროექტი, რომელიც სხდომაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ წარადგინა, ავალებს მთავრობას “გადახედოს 1992 წლის 24 ივნისის სოჭის შეთანხმებას და უზრუნველყოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში განლაგებული სამშვიდობო ძალების ეფექტური საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციით ჩანაცვლება“.


რუსეთის ჯარები სამხრეთ ოსეთში, ქართულ და ოსურ ბატალიონებთან ერთად, შერეული სამშვიდობო ძალების კომპონენტს წარმოადგენენ. შერეული სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების საფუძველზე განლაგდნენ. რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა და საქართველოს სახელმწიფოს მაშინდელმა მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ამ შეთანხმებას ხელის სოჭში მოაწერეს. 


 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button