ახალი ამბები

ლავროვი: სამშვიდობოებთან დაკავშირებული სიტუაცია ყოველგვარ საზღვრებს სცდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს მხრიდან რუსი სამშვიდობოებისადმი დამოკიდებულების თაობაზე შეშფოთება გამოთქვა.  


“რაც შეეხება რუს სამშვიდობოებთან დამოკიდებულებას, ეს ყოველგვარ საზღვარს სცილდება. ფაქტები იგნორირებულია, მახინჯდება, რეგულარულ პროვოკაციებს აქვს ადგილი ჩვენი სამშვიდობოების მიმართ ირღვევა რა ყველა შეთანხმებები. დაიწყეს მათგან რაღაც ვიზების მოთხოვნა, რაც არასოდეს არ ყოფილა და სამშვიდობოები იქ ყოველთვის მშვიდობისმყოფელების რანგში იმყოფებოდნენ დსთ–ის მანდატით, მანდატით, რომელიც მხარდაჭერილია ეუთოს მიერ“, – განაცხადა 15 თებერვალს ლავროვმა.


მას სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა ქართული მხარის მიერ 8 თებერვალს  ცხინვალის რეგიონში სავიზო რეჟიმის დარღვევის მოტივით სამი რუსი ოფიცრის, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ,  დაკავების ფაქტი. სამივე ოფიცერი ქართულმა მხარემ 10 თებერვალს გაათავისუფლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button