ახალი ამბები

გალის რაიონში ერთი ქართველი მოკლეს

14 თებერვალს გალის რაიონის სოფელ განახლებაში აფხაზური მილიციის მიერ განხორციელებული რეიდის დროს ერთი ადგილობროვი მოსახლე გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ქართული მედია ასევე იტყობინებოდა, რომ სოფელ განახლებაში სროლის ხმა ისმოდა. აფხაზურ მხარეს ჯერ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, “აფხაზური ბანდფორმირებების მიერ წარმოებული პროფილაქტიკური ღონისძიებები, როგორც წესი, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის თვალწინ, მათი სრული უმოქმედობის ფონზე მიმდინარეობს“.



 


 

Back to top button