ახალი ამბები

25-ე ბრიგადის ყოფილ მეთაურს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 თებერვალს ბათუმში დისლოცირებულ 25-ე ბრიგადის ყოფილ მეთაური რომან დუმბაძე დამნაშავედ ცნო ღალატში და მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
 
2004 წლის აპრილში, როდესაც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აჭარის მაშინდელ ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა, დუმბაძემ, რომელიც მაშინ ბათუმში დისლოცირებული 25–ე ბრიგადის მეთაური იყო, უარი განაცხადა დამორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას და საჯაროდ განაცხადა, რომ იგი მხოლოდ ასლან აბაშიძეს ემორჩილებოდა.

Back to top button