ახალი ამბები

ილია მეორე ისლამური რელიგიის შეურაცხყოფას გმობს

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განცხადება გააკეთა ევროპულ გაზეთებში მუჰამედის კარიკატურების დაბეჭდვასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ  “საქართველოს ეკლესია გმობს ასეთ მიდგომას და მოქმედებას“. 


“არავის აქვს უფლება შეუარცხყოფა მიაყენოს სხვა რელიგიას. ამ შემთხვევაში შეურაცყოფას აყენებენ ისლამის რელიგიას და მუსულმან მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს“, – განაცხადა დღეს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა.

Back to top button