skip to content
ახალი ამბები

სოხუმი თბილისის მიერ შესწორებულ დოკუმენტს მიუღებელს უწოდებს

18 იანვარს სოხუმში გამართულ შეხვედრაზე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰაიდი ტალიავინიმ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას უსაფრთხოების გარანტიებისა და ომის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტის ის პროექტი გადასცა, რომელშიც ქართულმა მხარემ შესწორებები შეიტანა.


სერგეი ბაღაფშის განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი კარდინალურად განსხვავდება ადრე შეთანხმებული ვარიანტისაგან. მისი თქმით, ქართული მხარის მიერ პროექტში შეტანილი არსებითი ცვლილებები აფხაზეთისთვის მიუღებელია, იტყობინება 18 იანვარს “აფსნიპრესი“. თუმცა ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი ცვლილებების შინაარსზე და რატომ არის ის მიუღებელი სოხუმისთვის. 


“ეს პრაქტიკულად სხვა დოკუმენტია, რომელიც ახალ განხილვას საჭიროებს“, – განაცხადა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ.


უსაფრთხოების გარანტიებისა და ომის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტის შექმნის ინიციატივით ქართული მხარე გასული წლის აგვისტოში გამოვიდა. დეკემბერის დასაწყისში მხარეებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტი “ფაქტიურად“ მზად არის ხელმოსაწერად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button