skip to content
ახალი ამბები

“თბილგაზს“ ყაზახური კომპანია შეისყიდის

დღეს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა და ყაზახური კომპანია „კაზტრანსგაზის“ გენერალურმა დირექტორმა თბილისის გაზგამანაწილებელი ქსელის “თბილგაზის“ ყაზახური კომპანიისთვის გადაცემის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
 
მემორანდუმის მიხედვით, “თბილგაზის“ გაკოტრების შემდეგ “კაზტრანსგაზი”, რომელიც ყაზახეთის სახელმწიფოს მფლობელობაშია, კომპანიის 100%–ს შეისყიდის. თუმცა რა თანხას გადაიხდის ყაზახური კომპანია ჯერ უცნობია.
 
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდლეის განცხადებით, “თბილგაზის“ გაკოტრების პროცესი 15 თებერვლისთვის დასრულდება. 
 
“ჩვენ საშუალება გვეძლევა პრაქტიკულად უარი ვთქვათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან “თბილგაზის“ სუფსიდირებაზე და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ არ დააკონკრეტა, თუ რა რაოდენობის ინვესტიციებს განახორციელებს ყაზახური კომპანია “თბილგაზში“ და განაცხადა, რომ საუბარია ასობით მილიონ დოლარზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button