skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი: გაზსადენების გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 22 დეკემბერს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ დაინტერესებულია საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვით.


„თუმცა, ეს საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას და იგი განხილვას საჭიროებს. თუ საჭიროდ ჩავთვლით, ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


საქართველომ იკისრა ვალდებულება, რომ არ გაყიდოს თავისი მაგისტრალური გაზსადენი სულ ცოტა 2010 წლამდე.  


აშშ-ს და საქართველოს შორის “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, საქართველოს იღებს ვალდებულებას შეთანხმების ვადის ამოწურვამდე – 2010 წლამდე არ გაყიდოს ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენი.


საქართველოს მთავრობას ასევე არ აქვს უფლება გაყიდოს საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის აქციების საკონტროლო პაკეტი.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისთვის 49.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button