ახალი ამბები

აფხაზეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად სროლები დაფიქსირდა

ქართული მედიის ცნობით, დღეს გამთენიისას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონის მახლობლად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიას მიმართულებით დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა ქართული მხრიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი სროლების შედეგად დაიჭრა ორი თავდამსხმელი.


ქართული სამშვიდობო ძალების წარმომადგენლის უჩა ფარცვანიას განცხადებით, სროლები დაფიქსირდა ორსანტიაში მდებარე  რუსული სამშვიდობო ძალების საგუშაგოსთან.


„სროლები [ქართული მხარის მიმართულებით] განხორციელდა  ყუმბარმტყორცნიდან, ტყვიამფრქვევიდან და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან“, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს უჩა ფარცვანიამ 21 დეკემბერს.


თუმცა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ უარყო ინფორმაცია მსხვერპლის თაობაზე. მან ასევე უარყო, რომ ქართულმა მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა.


 


   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button