skip to content
ახალი ამბები

ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს

რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობები დადებითად განვითარდება იმ შეთანხმებების საფუძველზე , რომლებსაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მიაღწიეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნის საკითხის კომენტირებისას.


“პირველ რიგში ეს ეხება შეთანხმებას ბათუმსა და ახალქალაქში სამხედრო ბაზების ფუნქციონირების ვადებსა და პირობებზე… რუსეთი ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარეც ხელს შეუწყობს შეთანხმების დებულებების შესრულებას. აქამდე, რუსულ მხარეს არ შეუნიშნავს [ქართული მხარის] ამგვარი მზადყოფნა“, – იტყობინება “რია ნოვოსტი“ სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით 21 ოქტომბერს.


მან ასევე იმედი გამოხატა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button