ახალი ამბები

პრეზიდენტს ზურაბიშვილთან დაკავშირებით საკადრო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

გავლენიანმა პარლამენტარებმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ პრეზიდენტ სააკაშვილთან 19 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ამ უკანასკნელს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება დაუჭიროს თუ არა მხარი დეპუტატების მოწოდებას საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის გადაყენების თაობაზე.


“მან მოისმინა ჩვენი პოზიცია და ჩვენი არგუმენტებიც და რამდენიმე ძალიან ობიექტური შეფასებაც გააკეთა, თუმცა განაცხადა, რომ საბოლოო პოზიცია ჯერ არ აქვს. იგი გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა. იგი ერთ-ერთი პარლამენტართაგანია, რომელიც ზურაბიშვილის გადაყენებას მოითხოვს.  


პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ფრაქცია “მაჟორიტარების” ხელმძღვანელმა ბესო ჯუღელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა რბილი პოზიცია დააფიქსირა სალომე ზურაბიშვილის მიმართ.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძის განცხადებით, პრეზიდენტი კეთილგანწყობილია საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ. “თუმცა კონსულტაციები გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – დასძინა ნადირაძემ.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button