skip to content
ახალი ამბები

კოკოითი: თბილისის მხრიდან თებერვალში პროვოკაციები გაძლიერდება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეფასებით, ქართული მხრიდან ცხინვალის რეგიონში რუსი სამშვიდობოების მისიის შეწყვეტის მიზნით პროვოკაციებია მოსალოდნელია, იუწყება 18 ოქტომბერს “ინტერფაქსი“.


“თბილისის უკანასკნელი ქმედება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ცხინვალის დაცხრილვა, მიმართულია ვითარების გართულებისკენ და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიის ფორმატის შეცვლისაკენ“, – იუწყება “ინტერფაქსი“ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი განცხადებით, მომავალი წლის თებერალში, როცა საქართველოს პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილებით რუს სამშვიდობოებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედების ვადა ეწურებათ, “პროვოკაციები გაძლიერდება“.


პარლამენტის დადგენილების მიხედვით  სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებში განლაგებულ  რუსს სამშვიდობოებს ეძლევათ გარკვეული ვადა დაკისრებული მისიის შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხინვალის რეგიონიდან 2006 წლის 10 თებერვლიდან, ხოლო აფხაზეთიდან 1 ივლისდან პარლამენტი სამშვიდობოების გაყვანის საკითხს დააყენებს.


“უნდა გვესმოდეს, რომ რუსი სამშვიდობოების გაყვანა კონფლიქტის ზონაში სიტუაციის მკვეთრ გაუარესებამდე მიგვიყვანს, მაგრამ სამხრეთ ოსეთი მზად არის გამოიყენოს თავისი არმია, რათა რუსი სამაშვიდობოების გაყვანის შემდეგ კონტროლი დააწესოს საქართველოსთან არსებულ [ადმინისტრაციულ] საზღვარზე და დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა“, – განაცხადა კოკოითმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button