ახალი ამბები

ლავროვმა და რუპელმა სამხრეთ ოსეთის საკითხი განიხილეს

დღეს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი რუპელის შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს, იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 17 ოქტომბერს.


“ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერად გავცვალეთ მოსაზრებები იმ კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში გადაიდგეს, სადაც რუსეთი და ეუთო შუამავლებს წარმოადგენენ და აქტიურად ეძებენ [კონფლიქტის] დარეგულირების გზებს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button