skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი მიესალმება აზერბაიჯანის ლიდერის პოლიტიკას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 12 ოქტომბერს მიესალმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს იმ პოლიტიკის განხორციელებისთვის, რომელიც აზერბაიჯანს წარმატებამდე მიიყვანს.


სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გარდაბანში, რომელსაც აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებიც დაესწრნენ. 


„მოხარულები ვართ, რომ აზერბაიჯანში პროცესები ძალიან კარგად მიმდინარეობს და ბედნიერები ვართ, რომ აზერბაიჯანი ისე ვითარდება, როგორც ეს საქართველოს უნდა რომ მოხდეს. აზერბაიჯანი მდიდარი ქვეყანა ხდება, სადაც ვითარდება სოციალური ინფრასტრუქტურა. ბედნიერი ვარ, რომ აზერბაიჯანს ჰყავს ლიდერი, რომელიც იმედია არა მარტო აზერბაიჯანელი ხალხისთვის, არამედ [იგი] ასევე ძალიან სანდო პარტნიორია ჩვენთვის , ვისთანაც ძალიან ადვილია ურთიერთობების დამყარება. მე ვსაუბრობ ჩემს პირად მეგობარზე ილჰამ ალიევზე და მე ვსაუბრობ იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის ატარებს იმისათვის, რომ აზერბაიჯანი მართლაც წარმატებულ ქვეყანად აქციოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.


„ამას ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. საქართველო აზერბაიჯანის მხოლოდ მეგობარი ქვეყანა არ არის, არამედ ის არის სახელმწიფო რომლის იმედიც შეიძლება გქონდეს“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button