ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლების უბნებზე ტრანსპორტირებას ახორციელებს

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ “რუსთავი 2“–ს განუცხადა, რომ მათი საარჩევნო შტაბი ამომრჩევლების უბნებამდე სტრანპორტირებას ახორციელებს.


“დილის 7 საათიდან ჩვენი საარჩევნო შტაბის მიერ დაქირავებული სამაშრუტო ტაქსები ემსახურებიან ამომრჩვლებს მათი საარჩევნო უბნებამდე მიყვანის მიზნით“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.


ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა სამარშრუტო ტაქსები, რომლებზეც ისნის რაიონში მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის ბიძინა ბრეგაძის პლაკატი იყო გაკრული.


კირკიტაძის განცხადებით, საარჩევნო კანონი არჩევნების დღეს აგიტაციის უფლებას იძლევა.


საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის წინა დღის 24 საათის შემდეგ იკრძალება მასობრივი ინფორმაციის საშულებებით და ასევე საარჩევნო უბნებზე აგიტაცია.

მსგავსი/Related

Back to top button