
ახალი ამბები
საქართველოში შუალედური არჩევნები ტარდება
1 ოქტომბერს დაგეგმილი მაჟორიტარული არჩევნებისთვის საქართველოს ხუთ ოლქში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.
შუალედური არჩევნები პარლამენტში ხუთი მაჟორიტარული მანდატის დასაკავებლად ტარდება. მაჟორიტარული არჩევნები ქობულეთის, ბათუმის, შუახევის, ტყიბულის და ისნის საარჩევნო ოლქებში მიმდინარეობს.
ეს ხუთი მანდატი ვერ შეცვლის ძალთა ბალანსს საკანონმდებლო ორგანოში, რომლის უმრავლესობასაც მმართველი პარტია “ნაციონალური მოძრაობა“ შეადგენს. თუმცა, არჩევნები საზოგადოებრივი აზრის მთავარ ინდიკატორადაა მიჩნეული.
“ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების მთავარი კონკურენტები ოთხი ოპოზიციური პარტიის (ახალი მემარჯვენეები, კონსერვატორები, თავისუფლება და ლეიბორისტული პარტია) მიერ თითოეულ ოლქში არჩეული ერთიანი კანდიდატები იქნებიან.