skip to content
ახალი ამბები

სერგეი ბაბურინი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს

სოხუმში 30 სექტემბერს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე გამოსვლისას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ სერგეი ბაბურინმა საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა, იტყობინება “აფსნიპრესი“.


ბაბურინი აფხაზეთის ე.წ. “დამოუკიდებლობის“ 12 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე გამოვიდა სიტყვით. 1993 წლის 30 სექტემბერს ქართული ჯარები ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ იძულებულნი გახდნენ აფხაზეთი დაეტოვებინათ.


“აფხაზეთი ჩამოყალიბდა, როგორც ნამდვილი დამოუკიდებელი სახელმწიფო… “აღიარებული“ ან “არაღიარებული“ – ვის აქვს უფლება ამგვარი სახელმწიფოების კლასიფიკაცია მოახდინოს? ვინ თქვა, რომ გაეროს წევრობა არსებობას ნიშნავს?“, – განაცხადა ბაბურინმა.


მისი თქმით, აფხაზეთი “გეოპოლიტიკური რეალობაა“ და მისმა მეგობარმა ქვეყნებმა უნდა აღიარონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button