ახალი ამბები

აფხაზმა დეპუტატებმა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანეს

თვითგამოცადებული აფხაზეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონში, რომლითაც დაშვებულია ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეობის შეთავსების სახით, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამავდროულად აფხაზეთის მოქალაქეცაა, განიხილება, როგორც მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქე.


“აფხაზეთის მოქალაქეს მოქალაქეობიდან გაუსვლელობის პირობებში მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების უფლება აქვს“, – იუწყება 22 სექტემბერს “აფსნიპრესი“ კანონპროექტზე დაყრდნობით.


თუმცა ამავდროულად კანონპროექტი, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვიცე–პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ხელმძღვანელობით მოამზადა, აფხაზეთის მოქალაქედ ცნობს ყველა აფხაზს, “მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეობისა“.


კანონპრექტის მიხედვით, აფხაზეთის მოქალაქეები არიან ასევე ის პირებიც, რომლებიც თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობის დღემდე –1999 წლის 12 ოქტომბრამდე – არანაკლებ 5 წელი ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და წერილობითი ფორმით არ უთქვამთ უარი აფხაზეთის მოქალაქეობაზე. აფხაზეთის მოქალაქეებად რჩებიან ის პირებიც, რომელთაც მოქმედი კანონით უკვე მინიჭებული აქვთ ეს უფლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button