ახალი ამბები

ეუთო ქართველ სამართალდამცავებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ტრენინგს უტარებს

ეუთოს მისია საქართველოში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 20 სამართალდამცავს ტრენინგს ჩაუტარებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით, იტყობინება ეუთოს მისია საქართველოში.


ტრენინგის მიზანია მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების და პოლიციის ოფიცრების შესაძლებლობების გაუმჯობესება რეგიონში, რომელიც ძირითადად სომეხი მოსახლეობითაა დასახლებული.


ტრენინგებს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩაატარებენ.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button