skip to content
ახალი ამბები

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს იმპერიული ამბიციები არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 5 სექტემბერს უცხოელ პოლიტოლოგებთან და ანალიტიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთს იმპერიული ამბიციები არ ამოძრავებს, თუმცა აქვს პოსტ–საბჭოთა სიცრცეში თავისი ინტერესები, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს, იტყობინება 6 სეტემბერს “რია ნოვოსტი“.


“ჩვენ არ ვართ პოსტ–საბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციით დაინტერესებულები“, აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.


მისი თქმით, რუსეთი არ გადაიქცევა პოსტ–საბჭოთა იმპერიად. “ასეთი მცდელობა წარმოშობდა დიდ დაწოლას ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე, იდეოლოგიაზე…რომც გვინდოდეს, ეს  უბრალოდ შეუძლებელია“, დასძენს პუტინი.


კითხვაზე სჯერა თუ არა მას, რომ ვინმე ხელოვნურად ცდილობს რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას, ვლადიმერ პუტინი პასუხობს: “მე არ ვფიქრობს, რომ რომელიღაც ქვეყნები, დასავლური, ევროპული მიზანმიმართულად მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ინტერესები ამ [პოსტ–საბჭოთა] სივრცეში მხედველობაში იქნეს მიღებული“.


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დსთ–ს საკითხი “დიდი რვიანის“ შეხვედრაზე იქნება განხილული. მისი თქმით, დსთ–ს სივრცეში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების [ფერადი რევოლუციების] გამო რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაცივებას ადგილი არ აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button