ახალი ამბები

ბელარუსში დაკავებული ქართველები გაათავისუფლეს

ახალგაზრდული ორგანიზაცია “კმარას“ ორი აქტივისტი გიორგი კადელაკი და ლუკა წულაძე, რომელთაც მინსკის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ 15–დღიანი პატიმრობა ხულიგნობის მოტივით შეუფარდა, დროზე ადრე გაათავისუფლეს.


“თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის ლევან რამიშვილის ინფორმაციით, 1 სექტემბერს მინსკში კიდევ ერთი სასამართლო შედგა, რის შედეგადაც კანდელაკი და წულაძე თავისუფლები არიან.


“თუმცა ჩვენთვის უცნობია სხვა დეტალები. ვიცით მხოლოდ ის, რომ ამჟამად ორივე თვითმფრინავში იმყოფება და კიევისკენ მიემგზავრება“, განუცხადა დღეს “სივილ ჯორჯიას“ რამიშვილმა.


საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ორი მოქალაქე 24 აგვისტოს აიყვანეს ბელარუსის სამართალდამცველებმა ბელარუსის ახალგაზრდული მოძრაობა “ზუბრის“ კოორდინატორ ვლადიმერ კობეცთან ერთად. თუმცა, დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ კობეცი გაათავისუფლეს.


ქართველი ახალგაზრდების დაკავება ოფიციალურად გააპროტესტეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ორგანიზაცია Amnesty International-მა და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button