skip to content
ახალი ამბები

გორის სამხედრო ნაწილში დაპირისპირება მოხდა

ქართული პრესის ინფორმაციით, 28 აგვისტოს გორის სამხედრო ნაწილში ჯავშანსატანკო ბატალიონის და ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაშავდა.  სამხედრო ნაწილში დაპირისპირების მიზეზი გაურკვეველია.


გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბში 300-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა.


ინციდენტის შესახებ კომენტარი არც სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას და არც თავდაცვის სამინისტროს არ გაუკეთებია.


“[თავდაცვის] სამინისტროს ინფორმაცია არ გააჩნია გავრცელებულ ცნობასთან  დაკავშირებით“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნანა ინწკირველმა 30 აგვისტოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button