ახალი ამბები

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობი საქართველოში შემოვიდა

კომპანია British Petroleum-მა, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის მშენებლობას უძღვებოდა, განაცხადა, რომ ნავთობის პირველი ბარელი საქართველოში 10 აგვისტოს შემოვიდა, მას შემდეგ რაც დაახლოებით 2,3 მილიონი ბარელი ნავთობი ნავთობსადენის აზერბაიჯანის მონაკვეთში ჩაეშვა.


სულ, 10 მილიონი ბარელია საჭირო 1,769 კილომეტრი სიგრძის ნავთობსადენის შესავსებად, რომლის საშუალებითაც მოხდება აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება თურქეთში და შემდეგ დასავლეთის ბაზარზე საქართველოს გავლით. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში პირველი ნავთობის გაშვების ცერემონია 25 მაისს  აზერბაიჯანში, სანგაჩალის ნავთობტერმინალზე გაიმართა. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button