ახალი ამბები

ხელყუმბარის ინციდენტში ეჭვმიტანილს ტერორიზმში წაუყენეს ბრალი

ვლადიმერ არუთუნიანს, რომელიც ეჭვმიტანილია აშშ–ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტისას ხალხში ხელყუმბარის სროლაში, 26 ივლისს ბრალი ტერორიზმის მუხლითაც წაუყენეს.


მანამდე, არუთუნიანს, რომელიც 20 ივლისს პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკების შედეგად დააკავეს, ბრალი უშიშროების თანამშრომლის განზრახ მკვლელობაში, პოლიციელთა მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა–ტარებაში წაუყენეს.


საავადმყოფოში მყოფ არუთუნიანს 23 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button