skip to content
ახალი ამბები

რესპუბლიკელები გელაშვილზე თავდასხმის გამო სამართალდამცავებს თანამშრომლობას სთავაზობენ

დღეს გამართულ ბრიფინგზე “რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მის თანაპარტიელზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილზე 14 ივლისს მომხდარი შეიარაღებულ თავდასხმა ხელისუფლების არაცივილიზებულ ანგარიშსწორებად შეაფასა, თუმცა გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი.


“ხელისუფლებას უმძიმს ცივილიზებული მეთოდებით გაუმკლავდეს ოპოზიციას, ამ მიზნით ის სულ უფრო ხშირად მიმართავს შანტაჟს, ძალადობას და ფიზიკურ დაშინებას“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


“მე მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და გელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე მნიშვნელოვანი მასალები მივაწოდო სამართალდამცავებს“, დასძინა მან.

თავად ვალერი გელაშვილმა, რომელიც შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს, ამ თავდასხმაში ხელისუფლება დაადანაშაულა და ინციდენტი პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას დაუკავშირა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button