თბილისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
დღეს თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პრემიერ- მინისტრთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების დროს განიხილება ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები, მათ შორის სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ინსტიტუციონალიზაციის პროცესი.
უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე ხელს მოაწერენ “მემორანდუმს საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი წინ უსწრებს უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ვიზიტს საქართველოში, რომელიც 15 ივლისა არის დაგეგმილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)