ახალი ამბები

ვალერი ჩეჩელაშვილმა ფინანსთა მინისტრის პოსტი დატოვა

ფინანსთა მინისტრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 29 ივნისს მთავრობის სხდომაზე საგადასახადო დეპარტამენტში კორუფციის ფაქტების გამოვლენის შემდეგ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, თანამდებობა დატოვა. 


ჩეჩელაშვილის განცხადებით, პრეზიდენტისა და პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილება “აბსოლუტურად სამართლიანი” იყო.


პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ვალერი ჩეჩელაშვილი დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს მუშაობას. ჯერ–ჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის ჩეჩელაშვილს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე.


ფინანსთა მინისტრობამდე ვალერი ჩეჩელაშვილი საქართველოს ელჩი იყო რუსეთში, მანამდე კი იგი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნოს მესამე გენერალური მდივანი იყო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button