ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომლები დააპატიმრეს

თბილისის საგადასახადო სამსახურის უფროსი თემურ დვალი, მისი მოადგილე და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი 28 ივნისს ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს.


შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საგადასახადოს თანამშრომლებს 150,000 ლარის ოდენობის ქრთამის აღებაში ედებათ ბრალი, რომელიც მათ ერთ-ერთი კერძო ფირმისთვის 3 მილიონი ლარის ოდენობის გადასახადის ჩამოწერის სანაცვლოდ აიღეს.


“ეს საქმე ნათლად მიანიშნებს, რომ სისტემა [საგადასახადო დეპარტამენტი] აბსოლუტურად კორუმპირებულია და სასწრაფო რეფორმებს საჭიროებს“, განაცხადა ვანო მერაბიშვილმა პრეს-კონფერენციაზე.


21 ივნისს საქართველოს საგადასახო დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარედ ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ვაჟა პეტრიაშვილი დაინიშნა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button