ბაღაფში აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის ინიციატივას მიესალმება
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში აფხაზეთის ტერიტორიის გავლით საქართველო-რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის ინიციატივას მიესალმა, იუწყება 23 ივნისს “აფსნიპრესი“.
სერგეი ბაღაფში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პოლიტიკურ საკითხებთან ერთ ჭრილში განხილვის წინააღმდეგია.
“ეს წმინდა ეკონომიკური პრობლემაა და აფხაზეთი არ მიიღებს არანაირ პოლიტიკურ პირობებს“, განაცხადა 22 ივნისს რუსი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ბაღაფშმა.
აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხი ერთ–ერთი მთავარი თემა იყო 15-16 ივნისს მოსკოვში ქართულ, რუსულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ამ საკითხზე დიალოგის გაგრძელების თაობაზე.
წინასწარი მონაცემებით, აფხაზეთის 60 კმ–იანი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენას მინიმუმ 100 მლნ აშშ დოლარი დასჭირდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)