skip to content
ახალი ამბები

ოქრუაშვილი: პარლამენტმა ბაზების გაყვანაზე შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინოს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ვაშინგტონში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში 16 ივნისს გამართულ  სახელმწიფო მოხელეთა ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის და საქართველოს პარლამენტებმა უნდა მოახდინონ ბაზების გაყვანაზე იმ იურიდიული დოკუმენტის რატიფიცირება, რომელსაც საფუძვლად უდევს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 30 მაისს ხელმოწერილი ერთობლივი  განცხადება.


“ვფიქრობ, ეს პროცესი გაართულებს სიტუაციას, დაიწყება დებატები და ა.შ. მაგრამ, თუ რუსეთის კონსტიტუცია ითვალისწინებს ამ მოთხოვნებს, მათ უნდა გაიარონ ეს პროცედურები”, განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.


მისი თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, ქართული მხარე არ არის ვალდებული მოახდინოს ამ შეთანხმების რატიფიცირება, რადგანაც დოკუმენტი არ ეხება “ქართული ჯარების განლაგებას საქართველოს ფარგლებს გარეთ“.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსული და ქართული მხარეები უკვე შეთანხმდნენ დოკუმენტის ტექსტზე 16-17 ივნისს მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button