ახალი ამბები

სააკაშვილი: არ დავუშვებთ ფართომასშტაბიან კონფრონტაციაში ჩვენი ჩათრევის მცდელობას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე ცხინვალის რეგიონში შექმნილ დაძაბულ სიტუაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს “წარმატების არ მოსურნე ძალებს პროვოკაციის მოწყობა სურთ“.


“ჩვენ, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, არ უნდა დავუშვათ ფართომასშტაბიან კონფრონტაციაში ჩვენი რაიმე სახით ჩართვა“, განაცხადა 15 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ “საჭიროა მოლაპარაკებების დაწყება [ცხინვალისთვის] ჩვენს მიერ შეთავაზებული და ძალიან ფართო სამშვიდობო ინიციატივის თაობაზე“.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა შსს–სა და პროკურატურას კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტების გამოძიება დაავალა.


სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 29 მაისს მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებას, რომელსაც ოთხი ოსი სამხედროსა და ერთი ქართველი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა, 6 ივნისს ცხინვალიდან ოთხი ქართველის უკვალოდ გაუჩინარება მოჰყვა.


ამ ფონზე 9–10 ივნისს დაგეგმილმა საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს მთავრობის ინიციატივაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით 9-10 ივლისისთვის გადაიწია.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button