ახალი ამბები

აშშ მიესალმება საქართველოს მცდელობებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის კუთხით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში ტრეფიკინგის შესახებ ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა სრულად არ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს, თუმცა მისი მცდელობები ამ კუთხით მნიშვნელოვანია.  


“მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები თავისი ვალდებულებების შესრულების კუთხით, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ვალდებულება კვლავ შეუსრულებელია. მთავრობამ დაამტიკიცა ეროვნული სამოქმედო გეგმა [ტრეფიკინგის წინააღმდეგ] და შექმნა დროებითი კომისია“, ნათქვამია მოხსენებაში.


ამავე დროს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენების თანახმად, მთავრობამ უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელებისთვის. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button