ახალი ამბები

თბილისში დსთ–ს სამიტი გაიხსნა

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) მთავრობათა მეთაურების სამიტი თბილისში 3 ივნისს გაიხსნა.


საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც ამ ტიპის სამიტში პირველად იღებს მონაწილეობას, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სამიტის განსაკუთრებულ  მნიშვნელობას, რადგანაც იგი “იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების ფონზე ტარდება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პირველ რიგში, საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში“.


სამიტზე 30 საკითხის განხილვა იგეგმება, მათ შორისაა ვაჭრობის სფეროში შეზღუდვების მოხსნის შესახებ ოქმი, რაც თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ დსთ–ის 1999 წლის გადაწყვეტილების ნაწილია;  ასევე დსთ–ს ქვეყნების თანამშრომლობის პროგრამა არალეგალური მიგრაციის თავიდან აცილების მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button