ახალი ამბები

სუამი ანდიჟანში მომხდარი სისხლისღვრის გამო შეშფოთებას გამოხატავს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ელჩმა ვლადიმერ იელჩენკომ სუამის წევრი სახელმწიფოების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა)  სახელით 20 მაისს განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც ოთხივე ქვეყანა შეშფოთებულია იმის გამო, რომ “სიტუაციის გაუარესებამ უზბეკეთში, სამწუხაროდ, უამრავი მსხვერპლი და მშვიდობიანი მოქალაქეების დაზარალება გამოიწვია“. გავრცელებული ინფორმაციით, უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში მომხდარი სისხლისღვრის შედეგად ასობით ადამიანი გარდაიცვალა.


“სუამი მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და მოძებნონ სიტუაციის მოგვარების მშვიდობიანი გზები. სუამი იმედოვნებს, რომ პრობლემები მოგვარდება უზბეკეთის სახელმწიფო კანონმდებლობის  ფარგლებში, ასევე ადამიანთა უფლებების და კანონის უზენაესობის სფეროში მიღებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, ნათქვამია სუამის განცხადებაში.  


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button