ახალი ამბები

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დემილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დემილიტარიზაციის პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს სამხედრო-საინჟინრო ნაგებობების დემონტაჟი, იუწყება 24 მაისს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.


სამხედრო-საინჟინრო ნაგებობების დემონტაჟი გასული წლის 5 ნოემბერს სოჭში დემილიტარიზაციის შესახებ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.


მხარეები დემილიტარიზაციის პროცესის მიმდინარეობას შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზეც განიხილავენ, რომელიც კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრეს–სამსახურის ცნობით, 30–31 მაისს ვლადიკავკაზში გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button