ახალი ამბები

ორი ოპოზიციური პარტია ოფიციალურად გაერთიანდა

23 მაისს გამართულ ყრილობაზე პარტია “კონსერვატორები”, რომელსაც კობა დავითაშვილი ხელმძღვანელობს და “ეროვნულ ძალთა გაერთიანება“ ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით ოფიციალურად გაერთიანდა “კონსერვატორული პარტიის“ სახელწოდებით. პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი გახდა.


“ჩვენ ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ … რადგანაც ქვეყანაში არსებული სიტუაცია ძლიერ და ერთიან ოპოზიციას მოითხოვს“, განაცხადა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ყრილობაზე გამოსვლისას.


დავითაშვილი და ძიძიგური პრეზიდენტ სააკაშვილის მოკავშირეები იყვნენ, თუმცა გასული წლის თებერვალში “ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს საკამათო კონსტიტუციური ცვლილებების გამო.


ამჟამად, “კონსერვატორული პარტიის” წევრებს პარლამენტში შვიდი ადგილი უკავიათ და სამი მადატი აკლდებათ საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button