ახალი ამბები

ბათუმში რუსი სამხედროები გაათავისუფლეს

ბათუმში განლაგებული რუსეთის მე-12 სამხედრო ბაზის ოთხი ჯარისკაცი 20 მაისს გვიან ბაზის სარდლობას გადასცეს, მას შემდეგ რაც ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ბათუმის პოლიციაში იყვნენ დაკავებულები.  


ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, რუსი სამხედროები ნასვამები იყვნენ და ხულიგნობის მოტივით დააკავეს. საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსი“  სამხედრო ბაზის წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის სამხედრო ბაზის სარდლობა გამოიძიებს საქმეს და დასჯის ჯარისკაცებს, თუ ქართული მხარის განცხადება დადასტურდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button